ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის ფიზიკის ოლიმპიადაზე ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 3 მედალი მოიპოვეს!
- 01 ივლისი, 2021
26 ივნისს დასრულდა ყოველწლიური ევროპის ფიზიკის ოლიმპიადა (EuPhO), რომელიც, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ევროპის ონლაინ ოლიმპიადაზე 46 სახელმწიფოს, მათ შორის არაევროპულიც, ნაკრები მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრების სახელით იასპარეზეს კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ნიკოლოზ ნიკურაძემ, ნიკოლოზ მალცევმა და ირაკლი უგულავამ; ხოლო სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის N41 სკოლიდან გრიგოლ ცირეკიძემ და დუტა ქართველიშვილმა.
ნაკრების ხელმძღვანელები: დავით ნიშნიანიძე, თემურ კალატოზი და გიორგი ძაძამია.
ნიკოლოზ მალცევმა და ნიკოლოზ ნიკურაძემ ვერცხლის, დუტა ქართველიშვილმა, ირაკლი უგულავამ და გრიგოლ ცირეკიძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ფიზიკის ოლიმპიადაზე წელს მეოთხედ იასპარეზა.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ნაკრების ხელმღვანელებს, პედაგოგებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!